კალათბურთი

16:56 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ახალი ლეგიონერი - ტადუს მაკფადენი
მაიკლ დიქსონი საქართველოს ნაკრებში აღარ ითამაშებს

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებს ახალი ლეგიონერი ჰყავს. Bblprofis.de-ს ინფორმაციით, ბერძნული “კიმისის” წევრმა ტადუს მაკფადენმა საქართველოს მოქალაქეობა უკვე მიიღო და ილიას ზუროსის გუნდში მომდევნო სამი წლის განმავლობაში ითამაშებს.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრების ღირსებას აღარ დაიცავს მაიკლ დიქსონი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მთავარ საკალთბურთო გუნდში 2016 წლიდან მოყოლებული თამაშობდა. მაიკლი ევრობასკეტ 2017-ზე თამაშში საშუალოდ 13.8 ქულას, 2 მოხსნასა და 5.2 პასს აგროვებდა.

რაც შეეხება 31 წლის მაკფადენს, 2017-2018 წლების სეზონში საბერძნეთის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი იყო და საშუალოდ შეხვედრაში 17.7 ქულას, 2.9 მოხსნა, 4 პასს, 1.5 ჩაჭრასა და 0.1 დაფარებას აგროვებდა. მთლიანობაში საბერძნეთის ჩემპიონატის გასულ სეზონი მაკფადენმა ასეთი მაჩვენებლით დაასრულა: 22 თამაში, 717 წუთი, 390 ქულა (2-ქულიანი: 56/127, 3-ქულიანი: 67/161, ჯარიმა: 77/94), 64 მოხსნა, 88 პასი, 3 დაფარება, 32 ჩაჭრა.

ამერიკელ მაკფადენს აქამდე “ლაბემში”, “ბრაუნშვაიგში”, “აპოელში”, ლარნაკას აეკ-ში, “ნანსიში”, პაოკ-ში, “სოკოლსა” და “კიმისში” უთამაშია.

1.88 სიმაღლისა და 82 კგ წონის კალათბურთელი საქართველოს ნაკრების ღირსებას უახლოესი ორი მატჩიდან დაიცავს. შეგახსენებთ, საქართველო მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით ორ შეხვედრას თბილისში, სერბეთთან (29 ივნისი) და ავსტრიასთან (2 ივლისი) ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115333