ფეხბურთი

19:25 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" და "დეულოფეუ" შეთანხმდნენ

"უოტფორდმა" "ბარსელონასთან" ჟერარ დეულოფეუს ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნული ინფორმაცია Sport-მა გაავრცელა. ესპანელი შემტევის სანაცვლოდ ინგლისელები 13 მილიონ ევროს გადაიხდიან და შესაძლოა "ბლაუგრანამ" ბონუსებიც მიიღოს. ორივე კლუბი ოფიციალურ შეთანხმებას მომავალ კვირას დაადასტურებს.

დეულოფეუ პრემიერლიგის გუნდს გასულ სეზონში იჯარის წესით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა და პრემიერლიგის შვიდ შეხვედრაში თავი თითო-თითო გოლით გამოიჩინა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 14 მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112467