საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის გათამაშების მორიგ შეხვედრაში გოლი გაიტანა, თუმცა მისი გუნდი "სან ხოსე" შინ "ლოს ანჯელესთან" 3:4 დამარცხდა. ვაკომ თავი მე-11 წუთზე გამოიჩინა.
მიმდინარე სეზონში ქართველმა 14 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და თავი სამ-სამი გოლით და საგოლე გადაცემით გამოიჩინა. "სან ხოსე" კი აუტსაიდერთა შორისაა და ცხრა ქულით მე-11 ადგილზე იმყოფება.