ფეხბურთი

23:30 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფეკირი და "ლივერპული" ვერ შეთანხმდნენ

"ლიონის" შემტევი ნახევარმცველის ნაბილ ფეკირის და "ლივერპულის" მოლაპარაკება დასრულდა. როგორც ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა.

"ლიონის" კაპიტან ფეკირს და "ლივერპულს" შორის სატრანსფერო მოლაპარაკება წარუმატებლად დასრულდა და "ლიონმა" გადაწყვიტა მოლაპარაკება შეეწყვიტა." - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.

ინგლისელები კი იმედოვნებდნენ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრი "ლივერპულის" ფეხბურთელი ოფიციალურად მსოფლიოს ჩემპიონატამდე გახდებოდა. ჯერჯერობით უცნობია თუ რაზე ვერ შეთანხმდნენ მხარეები.

ფეკირი "ლიონის" პირველი გუნდის ღირსებას 2013 წლიდან იცავს. "ოლიმპიკის" 24 წლის კაპიტანმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. 2017/18 წლების სეზონში კი შემტევი ნახევარმცველის სატრანსფერი ღირებულება 14-დან 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა.

0.113398