ეროვნული ლიგის მე-14 ტურში გორის "დილამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა და მეტოქე 2:0 დაამარცხა. პირველი გოლი მიკოლა კოვტალიუკმა ლევან ნონიკაშვილის გადაცემის შემდეგ 54-ე წუთზე გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი გიორგი კორიფაძემ მატჩის მიერ კომპენსირებული დროის მეოთხე წუთზე დააფიქსირა. ისიც უნდა ითქვას, რომ ფოთელები მეათე წუთზე ლაშა გოგონაიას გაძევების შემდეგ 10 კაცით თამაშობდნენ.
საბოლოოდ შიდაქართლელებმა დაგეგმილი სამი ქულა მოიპოვეს და დროებით მეორე ადგილზე 27 ქულით იმყოფებიან. "დილას" მიმდინარე ჩემპიონატში მხოლოდ ერთი წაგება აქვს და ისიც ეროვნული ლიგის ლიდერ "საბურთალოსთან". "კოლხეთს რაც შეეხება, ფოთელები 13 ქულით მერვე პოზიციაზე არიან.