ფეხბურთი

21:58 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" მშრალი სერია შეწყვიტა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის მეორე შეხვედრა "რუსთავსა" და "სიონს" შორის ფრედ 2:2 დასრულდა. რუსთაველთაგან თავი მე-9 და 48-ე წუთებზე ზაზა ციცქიშვილმა გამოიჩინა, ხოლო ბოლნისელების მხრიდან გოლები ალექსანდრე გურეშიძემ და ჯაბა უგულავამ 43-ე და 76-ე წუთებზე გაიტანეს.

ამრიგად, "რუსთავმა" მშრალი სერია შეწყვიტა და ოთხი მატჩის ზედიზედ წაგების შემდეგ ქულის მოპოვება შეძლო. "სიონი" კი კვლავ ვერ ახერხებს გამარჯვებას და გუნდმა ბოლოს სამი ქულა 14 აპრილს "ლოკომოტივთან" შეხვედრაში აიღო. აღნიშნული მატჩის შემდეგ "რუსთავი" 15 ქულით ჯერჯერობით მეექვსე ადგილზეა, ხოლო ბოლნისელები 10 ქულით მეცხრე პოზიციაზე იმყოფებიან.

0.11479