ფეხბურთი

12:18 | 10.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალაბა "ბაიერნში" რჩება

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" მცველმა დავიდ ალაბამ Bild-თან საუბრისას განაცხადა, რომ გერმანიაში თავს კარგად გრძნობს და კლუბის დატოვებას არ აპირებს. ალაბას ბოლო პერიოდში ევროპული მედია "ბარსელონას" და "რეალს" უკავშირებს.

"კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე მაკავშირებს და "ბაიერნში" ვრჩები. მიუნხენში თავს კარგად ვგრძნობ." - განაცხადა ალაბამ.

დავიდი "ბაიერნის" 19-წლამდელთა გუნდს "ავსტრიას" ახალგაზრდული გუნდიდან 2008 წელს შეუერთდა. პირველ გუნდში ალაბა 2010 წელს დააწინაურეს. "ბაიერნის" მაისურით ავსტრიელმა 301 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 26 გოლი და 39 საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 50 მილიონი ევროა.

0.115244