ფეხბურთი

21:30 | 9.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალმა" სოკრატისის ტრანსფერი შეათანხმა

საბერძნეთის ეროვნული ნაკრების და "დორტმუნდის" მცველი სოკრატის პაპასტატოპულოსი კარიერას ლონდონის "არსენალში" გააგრძელებს. როგორც ბრიტანული Daily Mirror-ი იუწყება, ინგლისელები გერმანულ კლუბს შეუთანხმდნენ და ტრანსფერი უახლოეს მომავალში შედგება.

როგორც ცნობილი ხდება "ბორუსია" აღნიშნული გარიგების სანაცვლოდ 16 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს. სოკრატისი კი შტეფან ლიხშტაინერის შემდეგ კლუბის მეორე ახალწვეული იქნება.

სოკრატისი "დორტმუნდში" "ვერდერიდან" 2013 წელს გადავიდა. მას შემდეგ გერმანულ გუნდში ფეხბურთელმა 198 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

0.127991