"ბოკა ხუნიორსის" მცველი ფრანკ ფაბრა კოლუმბიის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება. როგორც კოლუმბიის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელმა მარცხენა მუხლის ტრავმა მიიღო და სამედიცინო შემოწმების შემდეგ მისი მუნდიალზე თამაში გამოირიცხა.
კოლუმბიის სამწვრთნელო შტაბი კი დღეს გადაწყვეტს თუ ვინ ითამაშებს ფაბრას ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე. სამხრეთამერიკული ნაკრები ჯგუფურ ეტაპზე პოლონეთს, სენეგალს და იაპონიას დაუპირისპირდება.