ეროვნული ლიგის მე-14 ტურის პირველ შეხვედრაში "სამტრედიამ" ქუთაისის "ტორპედოს" ლანჩხუთში უმასპინძლა და 1:3 დამარცხდა. სტუმართაგან გოლები 21-ე, 34-ე, 78-ე და 93-ე წუთებზე მერაბ გიგაურმა, ლევან კუტალიამ, ევგენი ბოხაშვილმა და გრიგოლ დოლიძემ გაიტანეს, ხოლო სამტრედიელთაგან თავი ზაურ ხაბეიშვილმა პირველი ნახევრის დასრულებამდე სამი წუთით ადრე გამოიჩინა.
როგორც აღმოჩნდა ნაკრების თამაშებით გამოწვეულმა პაუზამ "სამტრედიას" ვერ უშველა და კვლავ პრობლემები აქვს. გუნდმა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში შეძლო გამარჯვება, მას შემდეგ სამი ქულა ვეღარ მოიპოვა და საბოლოოდ ცხრა ქულით ბოლო ადგილზეა. "ტორპედომ" კი ორმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა და 21 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფება.