საფრანგეთის ნაკრებისა და “ლიონის” ნახევარმცველი ნაბილ ფეკირი კარიერას “ლივერპულში” გააგრძელებს. აღნიშნულ ინფორმაციას საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ნოელ ლე გრატი ავრცელებს.
“სამედიცინო შემომება უკვე გაიარა. ეს ჩვენს საწვრთნელ ბაზაზე მოხდა”, - თქვა ნოელმა.
როგორც ცნობილი ხდება, “ლივერპული” ფრანგი შემტევის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს გაიღებს. 24 წლის ნაბილ ფეკირმა გასულ სეზონში ლიგა 1-ში 30 მატჩში 18 გოლი გაიტანა.