ავსტრიელმა ჩოგბურთემა დომინიკ ტიმმა საფრანგეთის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში მარკო ჩეკინატო 7:5, 7:6, 6:1 დაამარცხა და დიდი სლემის ტურნირის ფინალში პირველად გავიდა. გადამწყვეტ მატჩში ტიმი რაფაელ ნადალს შეხვდება. ესპანელმა მიმდინარე წელს გრუნტის საფარზე მხოლოდ ერთი შეხვედრა წააგო და ისიც ტიმთან მადრიდის მასტერსის მეოთხედფინალში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია