ლისაბონის "ბენფიკამ" ბრაზილიელი ნახევარმცველი ტალისკა "გუანჯოუ ევერგრანდში" მიმდინარე წლის ბოლომდე გაანათხოვრა. აღნიშნული ინფორმაცია ჩინური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
სამხრეთამერიკელმა ბოლო ორი სეზონი იჯარის წესით "ბეშიქთაშში" გაატარა, თუმცა თურქებმა გამოსყიდვის უფლება არ გამოიყენეს და ტალისკა პორტუგალიურ გუნდში დაბრუნდა.
გასულ სეზონში ბრაზილიელმა სტამბოლურ გუნდში 47 შეხვედრა ჩაატარა, გაიტანა 20 გოლი და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 22 მილიონი ევროა.