ჰარი კეინი “ტოტენჰემში” რჩება. ლონდონური კლუბის ინფორმაციით, კეინმა ახალი, 6-წლიანი კონტრატს მოაწერა ხელი და “დეზების” ღირსებას 2024 წლამდე დაიცავს.
“ბედნიერები ვართ, რადგან ვაცხადებთ, რომ ჰარი კეინმა კლუბთან ახალი, 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა”, - ნათქვამია განცხადებაში.
ჰარი კეინი “ტოტენჰემის” აკადემიაში 2004-2009 წლებში თამაშობდა. მერე სხვა და სხვა დროს იჯარით “ლეიტონში”, “მილუოლში”, “ნორვიჩსა” და “ლესტერში” ირჯებოდა.
“ტოტენჰემში” კი მისი გაბრწყინების პერიოდი 2014-2015 წლების სეზონიდან იწყება, როდესაც პრემიერლიგაში 21 გოლი გაიტანა. 2015-2016 და 2016-2017 წლების სეზონში ზედიზედ ორჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი (25 და 29 გოლით).
გასულ სეზონში კი ყველა ტურნირის ჩათვლით 48 შეხვედრაში 41 გოლის გატანა შეძლო (30 პრემიერლიგაში, 7 ჩემპიონთა ლიგაზე, 4 ინგლისის თასზე).
აღსანიშნავია, რომ 24 წლის თავდამსხმელს ევროპის წამყვანი კლუბები ეპატიჟებოდნენ, მაგრამ როგორც ჩანს, ინგლისელი მშობლიური გუნდიდან წასვლას არ გეგმავს.