ფეხბურთი

16:05 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "დორტმუნდმა" დანიის ნაკრების ფეხბურთელი გაიფორმა

დორტმუნდის “ბორუსიამ” ბრემენის “ვერდერისა” და დანიის ნაკრების ნახევარმცველი ტომას დელანი გაიფორმა. როგორც “ყვითლების” ვებგვერდი იტყობინება, დანიელი ფეხბურთელი “სიგნალ იდუნა პარკზე” 2022 წლამდე ითამაშებს.

ტრანსფერის ღირებულად ოფიციალურად არ დასახელებულა, მაგრამ გერმანული მედიის ცნობით, 24 მილიონი ევრო შეადგინა.

“ყოველთვის მინდოდა ინგლისის პრემიერლიგაში თამაში, მაგრამ როგორც კი, “დორტმუნდიდან” დამიკავშირდნენ, ფიქრის გარეშე დავთანხმდი. “ბორუსია” ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და დიდებული სტადიონი აქვს. მჯერა, ახალი გამოწვევის და იმედი მაქვს, რომ რამდენიმე ტიტულს მოვიგე შავ-ყვითელი მაისურით”, - განაცხადა დანიელმა.

26 წლის ტომას დელანი 2017 წლის ზაფხულში “კოპენჰაგენიდან” “ვერდერში” გადავიდა და გასულ სეზონში ბუნდესლიგაში 32 თამაშში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.

"დორტმუნდმა" მიმდინარე ზაფხულს უკვე მოასწრო სამი ფეხბურთელის დამატება. დელანიმდე "ყვითლებმა" მარიუს ვოლფი და მარვინ ჰიტცი გაიფორმეს. გარდა ამისა, "ბორუსიას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ლუსიენ ფავრი.

0.062359