კალათბურთი

14:48 | 8.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონს ოთხი გუნდი ეპატიჟება

"კლივლენდ კავალიერსის" ლიდერს ლებრონ ჯეიმსს სეზონის ბოლოს გუნდთან კონტრაქტი ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება. ESPN-ის ინფორმაციით, "მეფე" "კავალიერსთან" კონტრაქტს აღარ გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციით ჯეიმსს "ბოსტონ სელტიკსი", "გოლდენ სტეიტი", "ფილადელფია" და "ჰიუსტონი" ეპატიჟებიან.

ამ ოთხი გუნდიდან ლებრონი ყველაზე ნაკლები ალბათობით "გოლდენ სტეიტის" მოთამაშე გახდება, რადგაც ოკლენდლებს სხვა კალათბურთელების გაშვება მოუწევთ. ასეთივე მდგომარეობაა "ბოსტონსა" და "ჰიუსტონში". ამ მხრივ ყველაზე კარგი მდგომარეობა "ფილადელფიას" აქვს, რომელის სახელფასო ჭერი მეტ-ნაკლებად თავისუფალია. მაგრამ საქმე ისაა თვითონ ლებრონი რას გადაწყვეტს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120151