1895 - სანტიაგო ბერნაბეუ. მადრიდის “რეალის” მოთამაშე (კაპიტანი) და პრეზიდენტი. 1917 წელს მოიგო ესპანეთის თასი. “რეალის” რიგებში გამოსვლისას გაიტანა 67 გოლი. 1928-36 წლებში “რეალში” მდივნად მუშაობდა, 1932 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო, 1943 წლის 15 სექტემბერს კი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. სანტიაგო ბერნაბეუს პრეზიდენტობისას ‘რეალი” 18-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ექვსჯერ იმარჯვა ქვეყნის თასზე და ექვსჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966). 1960 წელს მადრიდელებმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვეს. 1947 წელს ბერნაბეუს ინიციატივით, მადრიდში ახალი სტადიონი აშენდა და გაიხსნა, რომელსაც 1956 წლიდან მისი სახელი ეწოდა. სანტიაგო ბერნაბეუ 1978 წელს გარდაიცვალა.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1829 - დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონის შემდეგ, ქვეყანაში პირველი მუნიციპალური საცურაო აუზი ლივერპულში გაიხსნა.
1956 - პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში მიმდინარე ფიფას კონგრესის მსვლელობისას სასტუმრო “ავენდიას” ნომერში ეგვიპტის, სუდანის და სამხრეთ აფრიკის დელეგაციები შეიკრიბნენ, რომელთაც აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის დაფუძნება გადაწყვიტეს. ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი კრება კი 1957 წლის 8 თებერვალს ჩატარდა.
1957 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ლონდონის “ვესტ ბრომვიჩ ალბიონთან” 0:3 წააგო. მატჩი თბილისში ჩატარდა.
1958 - თბილისის “დინამომ” საერთაშორისო ამხანაგურ მატჩში ბერლინის “დინამოს” 2:1 მოუგო. ქართველთაგან გოლები ვლადიმერ ბარქაიამ და კარლო გაგნიძემ გაიტანეს.
1958 - ჩილეს მეექვსე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: ჩრდილოეთ ირლანდია _ ჩეხოსლოვაკია 1:0; გფრ _ არგენტინა 3:1. B ჯგუფი: საფრანგეთი _ პარაგვაი 7:3; უელსი _ უნგრეთი 1:1; D ჯგუფი: საბჭოთა კავშირი _ ინგლისი 2:2; ბრაზილია _ ავსტრია 3:0.
1961 - 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ჯიმი გრივზმა “მილანის” შემადგენლობაში პირველი მატჩი ჩაატარა და ბრაზილიურ “ბოტაფოგოს” გოლიც გაუტანა (თამაში 2:2 დასრულდა). თუმცა გრივზი “როსონერის” სათამაშო მექანიზმს ვერ მოერგო და შემოდგომაზე ინგლისში დაბრუნდა.
1968 - ევროპის ჩემპიონატის ფინალი. იტალია _ იუგოსლავია 1:1 (დაინიშნა გადათამაშება). გოლები ჯაიჩმა (იუგოსლავია) და დომენგინიმ გაიტანეს. იტალია: ძოფი, ბურგნიჩი, გუარნერი, კასტანო, ფაკეტი, ფერინი, იულიანო, ლოდეტი, დომენგინი, ანასტაზი, პრატი. გუნდს ფერუჩიო ვალკარეჯი წვრთნიდა. იუგოსლავია: პანტელიჩი, ფაზლაგიჩი, პაუნოვიჩი, ჰოლცერი, დამიანოვიჩი, პავლოვიჩი, ტრივიჩი, აჩიმოვიჩი, პეტკოვიჩი, მუსემიჩი, ჯაიჩი. გუნდს რაიკო მიტიჩი წვრთნიდა. შეხვედრა რომის ოლიმპიურ სტადიონზე ჩატარდა და მას 70 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1968 - ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი (იტალია). მატჩი მესამე ადგილისათვის. ინგლისი _ საბჭოთა კავშირი 2:0. გოლები ბობი ჩარლტონმა და ჯეფრი ჰერსტმა გაიტანეს. ინგლისელებს სერ ალფ რამსეი წვრთნიდა. რომის ოლიმპიურ სტადიონზე თამაშს 68 ათასი მაყურებელი დაესწრო.
1971 - თეირანის საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირში, თბილისის “დინამომ” ირანის ახალგაზრდულ ნაკრებს 1:0 მოუგო. გოლი სლავა მეტრეველმა გაიტანა.
1982 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფლეი-ოფის ფინალში, “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ვაშინგტონ კაპიტალზი” დაამარცხა და NBA-ის რიგით ოცდამეთექვსმეტე ჩემპიონი გახდა.
1986 - მექსიკის მსოფლიოს მე-13 მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. B ჯგუფი: ბელგია – ერაყი 2:1; E ჯგუფი: დანია _ ურუგვაი 6:1; გფრ _ შოტლანდია 2:1.
1990 - იტალიის მსოფლიოს მე-14 ჩემპიონატი ფეხბურთში. B ჯგუფი: კამერუნი _ არგენტინა 1:0.
1998 - ფიფას პრეზიდენტად შვეიცარიელი ფუნქციონერი ზეპ ბლატერი აირჩიეს.
2002 - მსოფლიოს მე-17 ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა-სლოვენია 1:0; ჩ ჯგუფი: ბრაზილია _ ჩინეთი 4:0; G ჯგუფი: იტალია _ ხორვატია 1:2.
2007 - ფრანგული “მონაკოს” მთავარ მწვრთნელად ბრაზილიელი რიკარდო გომეში დაინიშნა, ხოლო “ბორდოს” ლორან ბლანი ჩაუდგა სათავეში.
2008 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში ესპანელმა რაფაელ ნადალმა ზედიზედ მეოთხედ დაამარცხა შვეიცარიელი როჯერ ფედერერი. 6-1, 6-3, 6-0.
2008 - ავსტრია-შვეიცარიის ევროპის ჩემპიონატის B ჯგუფში გერმანიან ლუკაშ პოდოლსკის წყვილი გოლით პოლონეთს 2:0 სძლია, ავსტრია კი ხორვატიასთან 0:1 დამარცხდა.
2008 - თბილისის “დინამოს” მთავარ მწვრთნელად გერმანელი სპეციალისტი რაინერ ცობელი დაინიშნა.
2010 - მადრიდის “რეალმა” ლისაბონის “ბენფიკასგან” არგენტინელი ანხელ დი მარია შეიძინა. ესპანელებმა ფორვარდის ტრანსფერში 22 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ამ დღეს დაიბადნენ
1895 - სანტიაგო ბერნაბეუ. მადრიდის “რეალის” მოთამაშე (კაპიტანი) და პრეზიდენტი. 1917 წელს მოიგო ესპანეთის თასი. “რეალის” რიგებში გამოსვლისას გაიტანა 67 გოლი. 1928-36 წლებში “რეალში” მდივნად მუშაობდა, 1932 წელს გუნდის მთავარი მწვრთნელიც იყო, 1943 წლის 15 სექტემბერს კი კლუბის პრეზიდენტად აირჩიეს. სანტიაგო ბერნაბეუს პრეზიდენტობისას ‘რეალი” 18-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, ექვსჯერ იმარჯვა ქვეყნის თასზე და ექვსჯერ დაეუფლა ჩემპიონთა თასს (1956, 1957, 1958, 1959, 1960, 1966). 1960 წელს მადრიდელებმა საკონტინენტთაშორისო თასი მოიპოვეს. 1947 წელს ბერნაბეუს ინიციატივით, მადრიდში ახალი სტადიონი აშენდა და გაიხსნა, რომელსაც 1956 წლიდან მისი სახელი ეწოდა. სანტიაგო ბერნაბეუ 1978 წელს გარდაიცვალა.
1942 - ნატალია კუდრევა. ფრენბურთში 1972 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.
1949 - ნიკოლაი ბალბოშინი კლასიკური სტილით 100 კგ წონით კატეგორიის მოჭიდავეთა შორის 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.
1954 - მუდაშირუ ლავალი. 1974-85 წლებში ნიგერიის ნაკრების მცველი, ჰავბეკი და ფორვარდი. უნივერსალური ფეხბურთელი. 1980 წელს გახდა აფრიკის ჩემპიონი. ნიგერიის ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი, რაც ამ ქვეყნის რეკორდია. ნაკრებში გამოსვლისას გაიტანა 12 გოლი. ნიგერიის სამგზის ჩემპიონი და თასის მფლობელი. მოპოვებული აქვს აფრიკის თასების თასი. 1991 წელს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლავალის სახელს ნიგერიის ქალაქ აბეოკუტეს სტადიონი ატარებს.
1955 - ხოსე ანტონიო კამაჩო. ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების და მადრიდის “რეალის” ფეხბურთელი. ამპლუით განაპირა მცველი. ევროპის 1984 წლის ჩემპიონატის ფინალისტი. 1970-80-იან იყო ნაკრების კაპიტანი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის მონაწილე. ესპანელთა ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 81 მატჩი. “რეალის” რიგებში გამოსვლისას ორჯერ მოიგო უეფას თასი, ცხრაჯერ ესპანეთის ჩემპიონობა, სამჯერ – “სამეფო თასი”. “რეალის” რიგებში ჩაატარა 414 მატჩი, გაიტანა 9 გოლი. წვრთნიდა ესპანეთის ნაკრებს, “რეალს,” ლისაბონის “ბენფიკას”.
1959 - ზურაბ სტურუა. ქართველი მოჭადრაკე. საერთაშორისო დიდოსტატი 1991 წლიდან. საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი (1975, 1978, 1981, 1984, 1985). მონაწილეობდა თერთმეტ საჭადრაკო ოლიმპიადაში (1992-2002). 1998 წელს თავის დაფაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა (10 პარტიაში 7,5 ქულა დააგროვა). ზურაბ სტურუა ერთადერთი ქართველი მოჭადრაკეა, რომელმაც გარი კასპაროვის დამარცხება მოახერხა.
1976 - ლინდსეი დევენპორტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. წლების განმავლობაში პლანეტის საუკეთესო ქალ მოთამაშეთა ათეულში შედიოდა.
1977 - პრედრაგ სტოიაკოვიჩი. სერბეთის საკალათბურთო ნაკრებისა და “საკრამენტო კინგზის” მოთამაშე. 2002 წელს, მაშინდელ იუგოსლავიის ნაკრებს კაპიტნობდა და სოლტ ლეიკ სიტის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.
1983 - კიმ კლიისტერსი. ბელგიელი ჩოგბურთელი ქალი. 2005 წელს მოიგო აშშ-ს ღია პირველობა. 2001 და 2003 წლებში გავიდა როლან გაროსის ფინალში, 2004-ში კი იასპარეზა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის გადამწყვეტ მატჩში. 2003 წელს წყვილთა თანრიგში მოიგო როლან გაროს და უიმბლდონის ტურნირები. 2007 წლის 6 მაისს ჩოგბურთიდან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება, მაგრამ 2009 წლის 26 მარტს აქტიური საჩოგბურთო კარიერის განახლების თაობაზე ამცნო საზოგადოებას. კარიერის განმავლობაში გამოიმუშავა 16 მილიონ 433 856 დოლარი.
1984 - ხავიერ მასკერანო. არგენტინის ნაკრების, “რივერ პლეიტის”, “კორინთიანსის”, “ვესტ ჰემის”, “ლივერპულის”, “ბარსელონას” ნახევარმცველი. 2004 და 2008 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალისტი. ჩემპიონთა ლიგის თასის მფლობელი (2011, 2015). ესპანეთის ჩემპიონი (2011, 2013, 2015, 2016). არგენტინის ნაკრებში ჩაატარა 116 მატჩი, გაიტანა 3 გოლი. მოგებული აქვს არგენტინისა (ორჯერ კლაუსურაში იმარჯვა) და ბრაზილიის ჩემპიონატები.