ჩოგბურთი

23:40 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

დელ პოტრომ ჩილიჩი დაამარცხა და ტოპ 4-ში ადგილი დაიბევა

საფრანგეთის ღია ჩემპიონატის მეოთხედფინალში ხუან მარტინ დელ პოტრომ მარინ ჩილიჩი ორდღიანი დაპირისპირების შემდეგ 7:6, 5:7, 6:3, 7:5 დაამარცხა. ნადალი-შვარცმანის მატჩის მსგავსად, აღნიშნული შეხვედრაც წვიმის გამო გადაიდო და დღეს იღბლიანი არგენტინელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ვინერსი ხორვატს უფრო მეტი ჰქონდა (53:31), ჩილიჩმა მეტოქისგან განსხვავებით 38 შეცდომა დაუშვა და ამას ისიც დაემატა, რომ მარინმა მოწოდების დროს სამით მეტი (5:2) ორმაგი შეცდომა დაუშვა. აღნიშნულ წყვილს შორის მე-13 მატჩი გაიმართა და სამხრეთამერიკელმა მე-11 მოიგო.

დელ პოტრო მეხუთედ გავიდა დიდი სლემის ტურნირის ნახევარფინალში და 2014 წლის თებერვლის შემდეგ რეიტინგის ტოპ 4-ს პირველად დაუბრუნდება. ხუან მარტინი როლან გაროსის მოგების შემთხვევაში მესამე პოზიციამდე აღზევდება. ამის გაკეთება კი არგენტინელს აშკარად გაუჭირდება, რადგან ნახევარფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება. ესპანელს და არგენტინელს შორის მე-16 დაპირისპირება გაიმართება და სამხრეთამერიკელი შეეცდება მეტოქე მეექვსედ დაამარცხოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12573