სხვა

19:30 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბახი: „ევროპამ აზიისგან უნდა ისწავლოს"

პეკინში გამართულ ოლიმპიურ ფორუმზე საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) პრეზიდენტმა თომას ბახმა განმარტება გააკეთა ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად აზიური ქვეყნების აქტიურობასთან დაკავშირებით. ბახის თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა საკუთარი სკეპტიკური დამოკიდებულება უნდა შეცვალონ და ამ კუთხით აზიური ქვეყნებისგან ისწავლონ.

„მეტი სიცხადისთვის მინდა აღვნიშნო, რომ ევროპული ქვეყნებისმხრიდან ასეთ სკეპტიციზმზე საუბრისას მხოლოდ ზამთრის ოლიმპიურთამაშებს არ ვგულისხმობ. ცხადია, რომ მთლიანად ევროპაშია ასეთისკეპტიციზმი. ეს შეიმჩნევა ყოველდღიურად - პოლიტიკაში, ბიზნესში, საზოგადოებაში. ასეთია საერთოშთაბეჭდილება, რომელიც ჩამომიყალიბდა. ვფიქრობ, ასეთი მარტო მე არ ვარ. როგორც ევროპელი, ვიმედოვნებ, რომ ამ მხრივ ევროპა აზიისგან ისწავლის", - ამბობს თომას ბახი და იქვე დასძენს, რომ უკეთესი მომავლის იმედად არ შეიძლება გულხელდაკრეფილი იჯდე. ის თავად უნდა შექმნა: „მოვლენებს ოპტიმისტურ დაშორსმიმავალ ჭრილში უნდა ვუყუროთ. ეს ის არის, რასაც აზია აკეთებს ოლიმპიურ თამაშებთან მიმართებაში. შემთვევითი არ არის, რომ აზიაში ზედიზედ სამი ოლიმპიადა ჩატარდება".

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.12051