ფეხბურთი

17:43 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალში" კონტე ფავორიტია

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის პოსტი ჯერ კიდევ ვაკანტურია და უცნობია ვინ ჩაანაცვლებს ზინედინ ზიდანს. ბრიტანული Daily Mail-ის ინფორმაციით, მთავარი ფავორიტი ანტონიო კონტეა.

იტალიელს “ჩელსი” ჯერ არ დაუტოვებია, მაგრამ გადაწყვეტილია, რომ უახლოეს პერიოდში “არისტოკრატების” თავკაცი აღარ იქნება. რის შემდგომაც კონტრაქტს “სამეფო კლუბთან” გააფორმებს.

კონტეს გარდა, ინგლისური გამოცემა არსენ ვენგერის, გუტის, მიჩელისა და მიქაელ ლაუდრუპის სახელებს აჟღერებს.

შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანმა “რეალი” ერთი კვირის წინ საკუთარი სურვილით დატოვა.

0.112888