ფეხბურთი

14:34 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალიური მედია: რონალდუ "რეალს" ტოვებს

კრიშტიანუ რონალდუ “რეალს” ტოვებს. პორტუგალიური გამოცემა Record-ი დარწმუნებით იტყობინება, რომ 33 წლის შემტევმა მადრიდის დატოვება უკვე გადაწყვიტა.

აღნიშნულის შესახებ პორტუგალიელმა უკვე აცნობა “რეალს”, როდესაც თავი აგენტ ჟორჟე მენდეშთან ერთად გენერალურ მენეჯერ ხოსე ანხელ სანჩესს შეხვდა.

პრობლემა მხოლოდ ხელფასში არ მდგომარეობს. გარდა ამისა, რონალდუ უკმაყოფილოა, რომ “სამეფო კლუბიდან” ზინედინ ზიდანი წავიდა. ამასთან, ბოლო პერიოდში გუნდმა დატოვეს ფეხბურთელებმა, რომლებთანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა ჰქონდა – პეპე, ხამეს როდრიგესი და ფაბიო კოენტრაუ. კრიშტიანუ არც ნეიმარის “რეალში” შესაძლო გადაბარგებით ყოფილა კმაყოფილი.

ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი. რონალდუს მომავალს ყველაზე მეტად “მანჩესტერ იუნაიტედსა” და პსჟ-ს უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101017