ფეხბურთი

12:52 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მსაჯმა გიორგი პაპუნაშვილს პენალტი მოპარა (+VIDEO)

ესპანეთში მსაჯობა კრიტიკას რომ ვერ უძლებს, არახალი ამბავია. თუმცა, ამჯერად გიორგი პაპუნაშვილი დაიჩაგრა. მოგეხსენებათ, “სარაგოსა” ლა ლიგის პლეი-ოფის ნახევარფინალშია, სადაც “ნუმანსიას” სტუმრად დაუზავდა (1:1).

პაპუნაშვილი ტაიმის ბოლოს მეტოქის საჯარიმოში დაეცა, როგორც გამოჩნდა თამაშის წესის დარღვევა აშკარა იყო, მაგრამ მთავარმა მსაჯმა გოროსტეგი ფერნანდესმა ყველაფერი სხვაგვარად განსაჯა – გიორგი სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით დასაჯა...

“აშკარა პენალტი – პირველი ტაიმის ბოლოს იყო მკაფიო ეპიზოდი, როდესაც კრლოს გუტიერესმა პაპუნაშვილი წააქცია, თუმც მსაჯი შეცდა, თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა და პაპუ გააფრთხილა სიმულაციისთვის”, - წერს Marca.

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებს შორის საპასუხო თამაში 9 ივნისს, სარაგოსაში შედგება.

0.112291