თამაშგარე

16:50 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალისონის ცოლი ფეხბურთს არ სწყალობს

იტალიური საფეხბურთი კლუბის, “რომას“ ბრაზილიელ გოლკიპერს, ალისონ ბეკერს ფრიად უცნაური საფეხბურთო სეზონი ჰქონდა. იყო თამაშები, როდესაც ალისონი სამარცხვინო გოლებს უშვებდა და პირიქით - ზოგიერთ თამაშში იფრინა ვითარცა შევარდენმა და სასწაულებრივი ბურთებიც არაერთხელ აიღო.

ახლა როგორც იცით, ალისონზე ტაციაობაა და უკვე აშკარაა, რომ რომაელთა ბრაზილიელი გოლკიპერი მომავალ სეზონს სხვა კლუბში დაიწყებს. განსხვავებით სხვა ცნობილი ფეხბურთელების ცოლებისაგან, ალისონის მეუღლე, მოდელი ნატალია ლევი პრინციპულად არ პასუხობს ჟურნალისტების შეკითხვებზე ქმრის მომავალ საფეხბურთო კარიერასთან დაკავშირებით.

ნატალია ამბობს, რომ მას ფეხბურთის ბევრი არაფერი გაეგება და არ სურს საზოგადოების თვალში უვიც ადამიანად წარმოჩინდეს. ერთადერთი რაც ფეხბურთთან აკავშირებს - ეს მისი ქმარია, რომელსაც მუდამ და ყველგან ქომაგობს. სხვა მხრივ კი, ნატალიას პოდიუმზე კოხტად გალაჯებ-გამოლაჯება ყველაფერს ურჩევნია...

0.129816