ფეხბურთი

15:29 | 7.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მატია პერინი - "იუვენტუსის" ახალი ერთიანი

იტალიის ნაკრების მეკარე მატია პერინი ტურინის “იუვენტუსის” ღირსებას დაიცავს. აღნიშნული ინფორმაცია ჯერჯერობით ოფიციალურად არ დადასტურებულა, მაგრამ Sky Sport-ის ინფორმაციით, ყველაფერი გადაწყვეტილია და უახლოეს მომავალში 25 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურ დონეზე დადასტურდება.

პერინი ტურინელებთან 4-წლიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონში 2.5 მილიონ ევროს მიიღებს გასამრჯელოს სახით. აწ უკვე მისი ყოფილი გუნდი “ჯენოა” კი 12 მილიონ ევროს მიიღებს, რასაც 3 მილიონი სამომავლოდ ბონუსების სახით დაემატება.

გავრცელებული ცნობით, პერინი “იუვენტუსში” 1 ნომრით ითამაშებს, რომელიც 17 წლის განმავლობაში ჯანლუიჯი ბუფონის საკუთრება იყო.

მატია პერინი ჯენოას აკადემიის აღზრდილია. 2011-2013 წლებში იჯარით “პადოვასა” და “პესკარაში” თამაშობდა, ხოლო 2013 წლიდან გენუელთა კარს იცავდა და ბოლო წლებში გუნდის კაპიტანიც იყო.

0.112519