ფეხბურთი

18:07 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მანჩესტერმა" პორტუგალიელი მცველი დაიმატა

“მანჩესტერ იუნაიტედმა” მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო პერიოდი აქტიურად დაიწყო. როგორც “წითელი ეშმკაბის” ვებგვერდი იტყობინება, ამიერიდან “ოლდ ტრაფორდზე” ნიჭიერი პორტუგალიელი მცველი დიოგო დალოტი ითამაშებს.

20 წლის ფეხბურთელმა ინგლისურ კლუბთან ხუთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოფიციალურად არ დასახელებულა თანხა, რომელიც ტრანსფერის სანაცვლოდ “პორტუმ” მიიღო. თუმცა, ბრიტანული მედიის ცნობით, “მანჩესტერმა” 20 მილიონი ევრო გაიღო.

დალოტმა გასულ სეზონში “პორტუს” ღირსება 8-ჯერ დაიცვა და სამი საგოლე გადაცემა გააკეთა. აღსანიშნავია, რომ ნიჭიერი პორტუგალიელი ერთი წლის წინ, საქართველოში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე თამაშობდა და ვერცხლის მედალსაც დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერმა” გუშინ კიდევ ერთი ფეხბურთელი შეიძინა, ფრედი დონეცკის “შახტარიდან”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11812