ფეხბურთი

17:40 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"აუგსბურგმა" გიოტცე გაიფორმა

დორტმუნდის “ბორუსიას” ნახევარმცველ მარიო გიოტცეს ძმა, ფელიქს გიოტცე კარიერას “აუგსბურგში” გააგრძელებს. აღნიშულ ინფორმაციას გერმანული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად ადასტურებს, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ხელშეკრულების პირობები.

20 წლის ფელიქს გიოტცე მიუხნენის “ბაიერნის” აკადემიის აღზრდილია და “რეკორდმაისტერთან” პროფესიონალური კონტრაქტი პირველად 2017 წლის მაისში გააფორმა.

გიოტცე პოზიციით მცველია და ერთი წლის წინ, საქართველოში გამართულ ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების ღირსებას იცავდა.

0.12159