ფეხბურთი

14:34 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკური სკანდალი - რვა ოცდაათთან გაერთო

მექსიკის ნაკრების ფეხბურთელები სკანდალში გაეხვნენ. საქმე ისაა, რომ “აცტეკებმა” ორგია მოაწყვეს. შოტლანდიასთან სპარინგის შემდეგ მექსიკის ნაკრებსი რვა ფეხბურთელი ერთ-ერთ სახლში წასულან, სადაც 30-მდე ქალი ჰყავდათ მიყვანილი და არაფერი დაუკლიათ.

აღნიშნულ ინფორმაციას TV Notas-ი ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ მექსიკელი ფეხბურთელები მსგავს სკანდალში 2010 და 2011 წლებშიც გაეხვნენ, რის გამოც მაშინ რამდენიმე ფეხბურთელი ნაკრებიდან მოკვეთეს კიდეც. თუმცა, ამჯერად არავინ დაისჯება – მექსიკელებმა გართობის უფლება საკუთარ თავებს მაშინ მისცეს, როდესაც თავისუფალი დრო ჰქონდათ.

წყაროს ცნობით, ლამაზანებთან დრო მარკო ფაბიანმა, რაულ ხიმენესმა, გილერმო ოჩოამ, ჯოვანი და ჯონათან დოს სანტოსებმა, ექტორ ერერამ, ხესუს გალარდომ და კარლოს სალსედომ გაატარეს.

შეგახსენებთ, მექსიკა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას, სამხრეთ კორეასა და შვედეთს დაუპირისპირდება. იქამდე კი, 9 ივნისს, ამხანაგურად დანიის ნაკრებთან მოსინჯავს ძალებს.

0.117563