ჩოგბურთი

13:13 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტიმი: “ფინალში უნდა გავიდე”

ავსტრიელმა დომინიკ ტიმმა ალექსანდრ ზვერევის 6:4, 6:2, 6:1 დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამჯერად ფინალში უნდა გავიდეს.

“პარიზში ჩემთვის თამაში კომფორტია. ზედიზედ ნახევარფინალში მესამედ გავედი და ამჯერად ფინალშიც უდნა ვითამაშო. დროა უკვე მეტსაც მივაღწიო. ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებ”- განაცხადა ტიმმა.

შეგახსენებთ, რომ ტიმი 2016 წელს საფრანგეთის ღია პირველობის ნახევარფინაში ჯოკოვიჩთან დამარცხდა, ხოლო 2017 წელს რაფაელ ნადალთან წააგო.

ტიმი ჩეკინატოს ნახევარფინალური დაპირისპირება 8 ივნისს თბილისის დროით 14:00 საათზე გაიმართება.

0.12708