თამაშგარე

12:45 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

როგორი ქალები მოსწონს დევიდ ბექჰემს?

როგორი ქალები მოსწონს დევიდ ბექჰემს? - ეს კითხვები სრულიად მსოფლიოს ქალთა საზოგადოებას ათწლეულებია აწუხებს და აქამდე კითხვები უპასუხოდ რჩებოდა, რადგან დევიდი მეოჯახე კაცის იმიჯს იყო ამოფარებული და ამ თემაზე მუდამ ამბობდა, რომ მას მხოლოდ თავისი კაპარჩხანა ცოლი მოსწონდა.

თუმცა, გატყდა ნავსი და ამ რამდენიმე დღის წინ, დევიდ ბექჰემმა ერთ-ერთ ამერიკულ ტელე-შოუში განაცხადა, რომ მას ქალთა მიმართ გემოვნება ყოველ ხუთ წელიწადში ეცვლება და თუკი ერთ დროს მაღალი და ქერათმიანი ქალები მოსწონდა, სხვა მომენტში მინიატურულმა შავგვრემანმა ასულებმა მოხიბლეს, სულ ადრე კი იდგა ჟამი, როდესაც მულატი ქალები იზიდავდა.

ვეტერანი ინგლისელი მობურთალის ამ განცხადებას რა უდევს მიზეზად - ახლა ამაზე მსჯელობს სრულიად ბულვარული პრესა. ზოგი ამბობს, დევიდს ვიქტორია ადამსისადმი გული საბოლოოდ გაუცივდა და თავის გათავისუფლებას ცდილობსო. თუმცა, არიან ისეთები, რომლებიც ამბობენ, ბექჰემები ისეთი ოხერი ხალხი არიან, სკანდალურ ფრაზებს წინასწარ ერთად იგონებენ, მუდმივად პოპულარულები რომ იყვნენო. რას გაიგებ...

0.111665