ფეხბურთი

2:29 | 6.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრებმა ისრაელთან ამხანაგური თამაში გააუქმა

არგენტინის ნაკრებმა ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური თამაში გააუქმა. როგორც AFA იტყობინება, “ალბისელესტე” შაბათს დაგეგმილ მატჩში, რომელიც იერუსალიმში უნდა გამართულიყო, მონაწილეობას არ მიიღებს.

ამის მიზეზი კი, პალესტინელი ხალხის პროტესტია, რომლებმაც მესისა და არგენტინის ნაკრების სხვა წევრებს მუქარის შემცვლელი წერილი გაუგზავნეს. კომენტარი გააკეთა არგენტინაში პალესტინის წარმომადგენელმა ჰუსნი აბდელ ვაჰედმაც:

“ეს თამაში არის შეცდომა და ეს იქნება ჩვენდამი პატივისცემის ნაკლებობის გამომჟღავნება”, - თქვა ვაჰედამ.

ამრიგად, არგენტინის ნაკრები მუნდიალისთვის მზადება ისევ ბარსელონაში აგრძელებს. ხორხე სამპაოლის კი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სურს, რომ მისმა გუნდმა ერთი ამხანაგური თამაში ჩაატაროს.

0.136033