ფეხბურთი

17:58 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

უეფამ ბუფონი ოლივერის შეურაცხყოფისთვის მკაცრად დასაჯა

ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი უეფამ დასაჯა. ევროპული ფეხბურთის მმართველი უწყების სადისციპლინო კომიტეტმა 40 წლის კიპერს ინგლისელი მსაჯის მაიკლ ოლივერის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ აპატია და სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა.

შედეგად ბუფონი ჩემპიონთა ლიგის მომდევნო სამ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. აღსანიშნავია, რომ ჯიჯიმ “იუვენტუსი” უკვე დატოვა, თუმცა კარიერა არ დაუსრულებია. გავლენიანი გამოცემების ცნობით, ჯიჯი ფრანგულ პსჟ-სთან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

შეგახსენებთ, რომ “რეალისა” და “იუვენტუსის” მატჩის მიწურულს ტურინელთა კარში დანიშნული პენალტი ბუფონმა ემოციურად გააპროტესტა და მაიკლ ოლივერმა გააძევა.

მატჩის შემდეგ კი, იტალიელმა ინგლისელი მსაჯის მისამართით არაერთი ცინიკური განცხადება გააკეთა - მსაჯობის ნაცვლად ტრიბუნაზე ჯდომა, ჩიფსების ჭამა და კოკა-კოლას სმა ურჩია.

0.118694