ფეხბურთი

15:15 | 5.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ "რეალისგან" 75 მილიონიან კონტრაქტს ითხოვს

პორტუგალიელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ მადრიდის “რეალს” ულტიმატუმს უყენებს. Cadena Cope-ს ინფორმაციით, 33 წლის შემტევმა კლუბის ხელმძღვანელობას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა.

რონალდუს სურვილია, რომ მისი გასამრჯელო წელიწადში 75 მილიონი ევრო იყოს. თუ “სამეფო კლუბი” წინადადებას დათანხმდება, რონალდუ კონტრაქტს 2024 წლამდე გაახანგრძლივებს და იმ დროისთვის უკვე 39 წლის იქნება.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანუს მოქმედი ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს და სეზონში ანაზღაურების სახით 21 მილიონ ევროს იღებს.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ გავრცელდა ხმები, რომლის თანახმადაც რონალდუ “რეალიდან” წასვლას აპირებს. როგორც ცნობილია, პორტუგალიელს მადრიდში სწორედ გასამრჯელოს რაოდენობა არ აკმაყოფილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110268