საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს ლუქსემბურგის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება. მატჩამდე კომენტარი თბილისის "დინამოსა" და "ჯვაროსნების" თავდამსხმელმა ბუდუ ზივზივაძემ გააკეთა, რომლის თქმით, მალტასთან გამარჯვებამ გუნდის ხასიათზე დადებითად იმოქმედა.
"ჩემი აზრით, ნაყოფიერი შეკრება იყო. მალტასთან გამარჯვებას მივაღწიეთ, რამაც დადებითი გავლება იქონია გუნდის ხასიათზე, ლუქსემბურგთანაც გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. შემდეგ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება ერთა ლიგის გათამაშების სახით", - განუცხადა ზივზივაძემ სფფ-ის პრესსამსახურს.
ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. აღნიშნული მატჩის პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი.