პოლონეთის ეროვნული ნაკრების საბოლოო შემადგენლობა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ცნობილია. ადამ ნავალკამ, რომელმაც ორი კვირის წინ გუნდში 35 მოთამაშეს უხმო, ამჯერად 23-კაციანი ნუსხა გამოქვეყნა და სწორედ მათ წაიყვანს მუნდიალზე.
პოლონელთა შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები: ბარტოშ ბიაკოვსკი (“იფსვიჩ თაუნი”, ინგლისი), ლუკაშ ფაბიანსკი (“სუონსი”, უელსი), ვოიცეხ შჩესნი (“იუვენტუსი”, იტალია)
მცველები: იან ბედნარეკი (“საუთჰემპტონი”, ინგლისი), ბარტოშ ბერეჟინსკი (“სამპდორია”, იტალია), ტაიგო ჩიონეკი (“სპალი”, იტალია), კამილ გლიკი (“მონაკო”, საფრანგეთი), არტურ იედრეიშიკი (“ლეგია”), მიხალ პაზდანი (“ლეგია”), ლუკაშ პიშჩეკი (“დორტმუნდი”, გერმანია)
ნახევარმცველები: იაკუბ ბლაშჩიკოვსკი (“ვოლფსბურგი”, გერმანია), იაცეკ გორალსკი (“ლუდოგორეცი”, ბულგარეთი), კამილ გროსიცკი (“ჰალ სიტი”, ინგლისი), კარლო ლინეტი (“სამპდორია”, იტალია), გჟეგოჟ კრიხოვიაკი (“ვესტ ბრომვიჩი”, ინგლისი), რაფალ კურზავა (“გორნიკი”), სლავომირ პეშკო (“ლეხია”), მაჩეი რიბუსი (“ლოკომოტივი”, რუსეთი), პიოტრ ჟიელინსკი (“ნაპოლი”, იტალია)
თავდამსხმელები: დავიდ კოვნაცკი (“სამპდორია”, იტალია), რობერტ ლევანდოვსკი (“ბაიერნი”, გერმანია), არკადიუშ მილიკი (“ნაპოლი”, იტალია), ლუკაშ ტეოდორშიკი (“ანდერლეხტი”, ბელგია)
პოლონეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე H ჯგუფში სენეგალის, კოლუმბიისა და იაპონიის ნაკრებებთან ერთად ითამაშებს.