ფეხბურთი

15:34 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მექსიკის ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მექსიკის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თავისი გუნდის საბოლოო განაცხადი დაასახელა. 23-კაციან შემადგენლობაში მოხვდა 39 წლის რაფა მარკესიც, რომელიც მუნდიალის შემდეგ საფეხბურთო კარიერას დაასრულებს.

მექსიკის ნაკრების განაცხადი ასეთია:

მეკარეები: გილერმო ოჩოა (სტანდარტი, ბელგია), ხესუს კორონა (კრუს ასული), ალფრედო ტალავერა (ტოლუკა)

მცველები: კარლოს სალსედო (აინტრახტი, გერმანია), დიეგო რეიესი (პორტუ, პორტუგალია), ექტორ მორენო (სოსიედადი, ესპანეთი), უგო აიალა (ტიგრესი), ედსონ ალვარესი (ამერიკა), ხესუს გალიარდო (პუმასი), მიგელ ლაიუნი (სევილია, ესპანეთი)

ნახევარმცველები: რაფაელ მარკესი (უკლუბოდ), ექტორ ერერა (პორტუ, პორტუგალია), ჯონათან დოს სანტოსი (გალაქსი, აშშ), ანდრეს გუარდადო (ბეტისი, ესპანეთი), მარკო ფაბიანი (აინტრახტი, გერმანია), ხავიერ აკინო (ტიგრესი), ხესუს კორონა (პორტუ, პორტუგალია)

თავდამსხმელები: ხავიერ ერნანდესი (ვესტ ჰემი, ინგლისი), რაულ ხიმენესი (ბენფიკა, პორტუგალია), ორიბე პერალტა (ამერიკა), კარლოს ველა (ლოს ანჯელესი, აშშ), ირვინგ ლოსანო (პსვ, ჰოლანდია), ჯოვანი დოს სანტოსი (გალაქსი, აშშ)

გაფართოებული შემადგენლობიდან განაცხადში ვერ მოხვდნენ: მცველები - ნესტორ არაუხო, ოსვალდო ალინისი, ნახევარმცველები - ხესუს მოლინა, ერიკ გუტიერესი, თავდამსხმელი - იურგენ დამი.

მექსიკის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანია (17 ივნისს), სამხრეთ კორეას (23 ივნისს) და შვედეთს (27 ივნისს) დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110399