ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მსოფლიოს ჩემპიონატზე წამსვლელი 23 ფეხბურთელის ვინაობა დაასახელა. აღსანიშნავია, რომ "წითელი ეშმაკების" სამუნდიალო განაცხადშია კაპიტანი ვინესნ კომპანი, რომელმაც პორტუგალიასთან სპარინგში ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, მოასწრებს თუ არა, გამოჯანმრთელებას.
სწორედ ამიტომ, როგორც ბელგიის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება, სიაში 24 მოთამაშე მოხვდა. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ კომპანი ტრავმას ვერ მოირჩენს, მას განაცხადში ლორან სიმანი ჩაანაცვლებს.
მეკარეები: ტიბო კურტუა (ჩელსი, ინგლისი), სიმონ მინოლე (ლივერპული, ინგლისი), კონ კასტეელსი (ვოლფსბურგი, გერმანია)
მცველები: ტიბო ალდერვეირელდი (ტოტენჰემი, ინგლისი), დედრიკ ბოიატა (სელტიკი, შოტლანდია), ვინსენ კომპანი (სიტი, ინგლისი), ტომას მუნიე (პსჟ, საფრანგეთი), ტომას ვერმაელენი (ბარსელონა, ესპანეთი), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი, ინგლისი)
დამატებით: ლორან სიმანი (ლოს ანჯელესი, აშშ)
ნახევარმცველები: ნასერ შადლი (ვესტ ბრომვიჩი, ინგლისი), კევინ დე ბრუინი (სიტი, ინგლისი), მუსა დემბელე (ტოტენჰემი, ინგლისი), ლეანდერ დენდოკერი (ანდერლეხტი), მარუან ფელაინი (მანჩესტერი, ინგლისი), ადნან იანუზაი (სოსიედადი, ესპანეთი), იური ტილემანსი (მონაკო, საფრანგეთი), აქსელ ვიტსელი (ტიანჯინი, ჩინეთი)
თავდამსხმელები: მიჩი ბატშუაი (დორტმუნდი, გერმანია), იანიკ ფერეირა-კარასკო (დალიანი, ჩინეთი), ედენ აზარი (ჩელსი, ინგლისი), ტორგან აზარი (გლადბახი, გერმანია), რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერი, ინგლისი), დრის მერტენსი (ნაპოლი, იტალია)
გაფართოებული შემადგენლობიდან საბოლოო განაცხადში ვერ მოხვდნენ: მეკარე - მატს სელსი, მცველები - ჯორდან ლუკაკუ, კრისტიან კაბასელე, თავდამსხმელი - კრისტიან ბენტეკე.
ბელგიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პანამას (18 ივნისი), ტუნისს (23 ივნისი) და ინგლისს (28 ივნისი) დაუპირისპირდება.