სხვა

12:59 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინი საქართველოშია

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოვიდა. თბილისის აეროპორტში მას გულშემატკივრებმა საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

ცნობილია, რომ დღეს ლევანი პარლამენტის თავჯდომარეს შეხვდება და სპორტის რაინდის წოდებას მიიღებს.

შეგახსენებთ 2018 წლის სამ ბაშოზე ლევან გორგაძემ 45 ბრძოლიდან 37 მოიგო და 8 წააგო. იანვრის სუპერტურნირზე "იმპერატორის თასს” დაეუფლა. მაისის ბაშო კი მეორე ადგილით დაასრულა.

ტოჩინოშინი მესამე ევროპელი ოძეკია, ბულგარელი კოტოოშუსა და ესტონელი ბარუტოს შემდეგ. ამ წოდებაზე მაღლა სუმოს იერარქიაში მხოლოდ იოკოძუნას წოდებაა, რომელიც ევროპელთათვის მიუღწეველია. ქართველ სეკიტორის უმაღლესი მწვერვალის დასაპყრობად ზედიზედ ორი ბაშოს მოგება სჭირდება, თუმცა შეიძლება იოკოძუნა ამ ნორმატივის შესრულების გარეშეც გახდეს.

მომდევნო სუპერტურნირი ივლისში გაიმართება.

თეგებიტოჩინოშინი
0.129635