ისტორია

9:53 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

4 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1924 - დაიბადა ანტონი რამალეტსი. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” მეკარე. ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (1948, 1949, 1952, 1953, 1959, 1960). 1958 და 1960 წლებში მოიპოვა ბაზრობათა თასი. 1951, 1952, 1953 და 1957 წლებში მოიპოვა ესპანეთის (გენერალისიმუსის) თასი. 1952, 1956, 1957, 1959 და 1960 წლებში დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მეკარედ. ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1961). მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირის მსვლელობისას რამალეტსს “მარაკანას კატა” შეარქვეს. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 35, “ბარსელონაში” 288 მატჩი. რამალეტსი ფეხბურთიდან 1962 წლის 6 მარტს გააცილეს, როდესაც სპეციალურად ამ მოვლენისთვის “ბარსელონასა” და “ჰამბურგის” მატჩი ჩატარდა. შეხვედრა კატალონიელებმა 5:1 მოიგეს. წვრთნიდა “სარაგოსას”, “მურსიას”, “ვალიადოლიდს”.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1906 - პოსტიდან გადადგა ფიფას პირველი პრეზიდენტი რობერტ გერენი. მან მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის იდეა წამოაყენა, მისი ჩატარების სისტემაც დაამუშავა, მაგრამ გუნდებმა ამ ტურნირზე გამოსვლა იუარეს. როდესაც გერენი დარწმუნდა, რომ მისი პროექტი ჩაფლავდა, ფიფას პრეზიდენტობიდან გადადგომაზე მიიღო გადაწყვეტილება.

1927 - ლეგენდარულმა ამერიკელმა მოცურავემ ჯონი ვაისმიულერმა ერთი დღის განმავლობაში 100 და 200 მეტრზე გაცურვაში მსოფლიო რეკორდები დაამყარა.

1938 - საფრანგეთის მესამე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. შვეიცარია _ გერმანია 1:1 (დამატებითი დრო).

1940 - მოსკოვის “დინამოს” სტადიონზე საკავშირო პირველობების ყველაზე უხვგოლიანი შეხვედრა ჩატარდა. მინდვრის მასპინძლებმა მოსკოველმა დინამოელებმა კიეველ თანაკლუბელებს ფეხბურთისთვის იშვიათი ანგარიშით 8:5 მოუგეს.

1947 - ინგლისურმა კლუბმა “დერბი ქაუნთიმ” იმ პერიოდისთვის სარეკორდო თანხად 15 ათას გირვანქად შოტლანდიელი ფეხბურთელი ბილი სტინი შეიძინა.

1950 - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ პროფესიულ ლიგებში მოასპარეზე კლუბების რაოდენობა 92-დე გაზარდა.

1950 - ფორმულა1-ის ბრემგარტენის (შვეიცარია) გრან-პრი იტალიელმა მრბოლმა ჯუზეპე ფარინა (“ალფა რომეო”) მოიგო.

1971 - თბილისის “დინამომ” თურქეთის ოლიმპიურ ნაკრებთან 0:0 ითამაშა. შეხვედრა ირანის დედაქალაქ თეირანში ჩატარდა.

1973 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ავსტრალიელმა მარგარეტ კორტმა ამერიკელ კრის ევერტს 6:7, 7:6, 6:4 მოუგო და ტურნირის რიგით 43-ე ჩემპიონი გახდა.

1983 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში ამერიკელმა კრის ევერტმა იუგოსლავიელი მიმა იასოვიჩი 6:1, 6:2 დაამარცხა და ტურნირის რიგით 53-ე გამარჯვებული გახდა.

1985 - კემეროვოს “კუზბასის” ფორვარდი ვიტალი რაზდაევი პირველი მოთამაშე გახდა, რომელმაც საკავშირო პირველობის პირველი ლიგის მატჩებში 200 გოლის გატანა მოახერხა.

1986 - მექსიკის მეცამეტე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატი. B ჯგუფი. პარაგვაი – ერაყი 1:0. E ჯგუფი. გერმანია – ურუგვაი 1:1.

1988 - ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ქალთა ტურნირის ფინალში გერმანელმა შტეფი გრაფმა ბელორუსი Nნატალია ზვერევა 6:0, 6:0 დაამარცხა და ტურნირის რიგით 58-ე ჩემპიონი გახდა.

1991 - დაარსდა საქართველოს კალათბურთის ფედერაცია. მისი პირველი პრეზიდენტი ალექსანდრე ჩხეიძე იყო. შემდგომში ფედერაციას ავთანდილ საყვარელიძე და გოგი ქათამაძე ხელმძღვანელობდნენ. ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტი ბესიკ ლიპარტელიანია. საქართველოს კალათბურთის ფედერაცია 1992 წლის 10 ივლისიდან გაწევრიანდა კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციასა (FIBA) და ევროპის კალათბურთის კონფედერაციაში.

1994 - ლეგენდარულმა ეთიოპიელმა სტაიერმა ჰაილე გებრესელასიემ 5 კილომეტრზე რბენაში მსოფლიო რეკორდი დაამყარა (12:56.96).

2000 - საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა განჯაში, აზერბაიჯანთან 0:0 ითამაშა.

2002 - მე-17 მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). ჩ ჯგუფი. ჩინეთი-კოსტა რიკა 0:2. D ჯგუფი. სამხრეთ კორეა-პოლონეთი 2:0.

2005 - მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში, საქართველოს ეროვნული ნაკრები, ტირანაში ალბანეთის გუნდთან 2:3 დამარცხდა. ქართველთაგან გოლები ლადო ბურდულმა და ლევან კობიაშვილმა გაიტანეს.

2005 - სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ქალ ფეხბურთელთა შორის.

2006 - საქართველოს მორაგბეთა ეროვნული გუნდი ბრიტანელ “ბარბაროსებთან” დამარცხდა (19:28)

2008 - ჰოკეის ეროვნული ლიგის ფლეი-ოფის ფინალში “Dეტროიტ რედ უინგზმა” პიტსბურგში იქაურ “პინგვინზს” 3:2 მოუგო, სერიის ანგარიში 4:2 გახადა და სტენლის თასი მოიპოვა.

2008 - ბრაზილიელმა ჩოგბურთელმა გუსტავო კუერტენმა აქტიური სპორტული კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

2009 - ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ფინალის პირველ მატჩში, “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” “ორლანდო მეჯიქი” 100:75 დაამარცხა. კობი ბრაიანტმა 40 ქულა გააკეთა, რაც მისთვის ფინალის საუკეთესო შედეგია.

2010 - საფრანგეთის ღია პირველობის მამაკაცთა ტურნირის ფინალში ესპანელი რაფა ნადალი და შვედი რობინ სოდერლინგი გავიდნენ. ექვსი განმავლობაში ნადალი მეხუთედ გავიდა “როლან გაროს” ფინალში, სოდერლინგი – ზედიზედ მეორედ.

2011 - საფრანგეთის ღია საჩოგბურთო პირველობა ქალთა ერთეულთა თანრიგში ჩინელმა ნა ლიმ მოიგო. მან ფინალში იტალიელ ფრანჩესკა სკიავონეს 6:4, 7:6 მოუგო. ლი პირველი აზიელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც “როლან გაროსზე” ერთეულთა თანრიგში ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

2013 - გორის “დილას” მწვრთნელი გიორგი დევდარიანი გახდა. მისი წარდგენა გორის “თენგიზ ბურჯანაძის” სტადიონზე გაიმართა. “დილას” ბოლო ორი წლის განმავლობაში წვრთნიდნენ გია ცეცაძე, თემურ მახარაძე, თემურ შალამბერიძე, გიორგი დარასელია და ვალდას ივანაუსკასი.

ამ დღეს დაიბადნენ

1902 - რიჩარდ ალენი. ინდოეთის ბალახის ჰოკეისტთა ნაკრების მოთამაშე. 1928 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1908 - ალეხანდრო ვილანუევა. 1920-30-იანი წლების პერუელი ფორვარდი. პერუს ხუთგზის ჩემპიონი. ორჯერ გახდა ქვეყნის ეროვნული პირველობის საუკეთესო ბომბარდირი. ვილანუევას სახელს ატარებს კლუბ “ალიანსას” სტადიონი.

1924 - ანტონი რამალეტსი. ესპანეთის ნაკრებისა და “ბარსელონას” მეკარე. ექვსჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი (1948, 1949, 1952, 1953, 1959, 1960). 1958 და 1960 წლებში მოიპოვა ბაზრობათა თასი. 1951, 1952, 1953 და 1957 წლებში მოიპოვა ესპანეთის (გენერალისიმუსის) თასი. 1952, 1956, 1957, 1959 და 1960 წლებში დაასახელეს ესპანეთის საუკეთესო მეკარედ. ჩემპიონთა თასის ფინალისტი (1961). მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ბრაზილიაში მიმდინარე ტურნირის მსვლელობისას რამალეტსს “მარაკანას კატა” შეარქვეს. ესპანეთის ნაკრებში ჩაატარა 35, “ბარსელონაში” 288 მატჩი. რამალეტსი ფეხბურთიდან 1962 წლის 6 მარტს გააცილეს, როდესაც სპეციალურად ამ მოვლენისთვის “ბარსელონასა” და “ჰამბურგის” მატჩი ჩატარდა. შეხვედრა კატალონიელებმა 5:1 მოიგეს. წვრთნიდა “სარაგოსას”, “მურსიას”, “ვალიადოლიდს”.

1925 - ანტონი პუჩადესი. 1947-58 წლებში “ვალენსიას” მცველი. ესპანეთის ჩემპიონი და თასის ორგზის მფლობელი. კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 300 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. მსოფლიოს 1950 წლის ჩემპიონატის მონაწილე.

1927 - ირჟი პეშეკი. 1940-50-იან წლებში ჩეხი ფორვარდი. ჩეხოსლოვაკიის ორგზის ჩემპიონი. 1954 წელს გახდა ქვეყნის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჰქონდა წარმატებული სამწვრთნელო კარიერაც.

1930 - ვიკტორ ტიხონოვი. შაიბიან ჰოკეიში საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1951-54). იყო რიგის სკა-ს, მოსკოვის ცსკა-ს და საბჭოთა კავშირის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. როგორც საერთაშორისო, ასევე საკავშირო შეჯიბრებებზე მოპოვებული აქვს ყველა შესაძლო ტიტული. პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი. 1992-94 წლებში სათავეში ედგა რუსეთის ეროვნულ ნაკრებს.

1945 - ივან “აირონმენ” სტიუარტი. ველოსპორტში მსოფლიოს 1983, 1984 და 1990 წლების ჩემპიონი.

1948 - იურგენ შპარვასერი. გდრ-ის ფეხბურთელთა ნაკრების ფორვარდი. 1972 წლის ოლიმპიური თამაშების პრიზიორი.

1952 - ხოსე ველასკეს კასტილიო. 1972-85 წლებში პერუს ნაკრების ნახევარმცველი. 1975 წელს გახდა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონი. მსოფლიოს ორი ჩემპიონატის (1978, 1982) მონაწილე. პერუს ნაკრების რიგებში ჩაატარა 82 მატჩი, გაიტანა 12 გოლი. პერუს სამგზის ჩემპიონი.

1952 - მიხაილ კუზნეცოვი. აკადემიურ ნიჩბოსნობაში 1976 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1973 - იგორ ლავროვი. ხელბურთში 2000 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოს ჩემპიონი.

1974 - კეტი სმიტი. ამერიკელი კალათბურთელი. ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.

1976 - აქვსენტი გიორგაძე. საქართველოს რაგბისტთა ეროვნული ნაკრების, იტალიურიროვიგოს”,ფრანგულიკასტრისდა „ტულუზას“ მოთამაშე. 2002, 2008, 2009, 2010 წლებში მოიგოერთათასი. 2003, 2007და 2011 წლებში იასპარეზა მსოფლიო თასზე. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩაატარა 62 მატჩი, გაიტანა 12 ლელო.

1976 - თეა დონღუზაშვილი. რუსეთის სახელით მოასპარეზე ქართველი ძიუდოისტი. ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს უნივერსიადის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების მონაწილე.

1980 - ლაზაროს პაპადოპულოსი. საბერძნეთის კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მეფარე (211 სმ). 2005 წლის ევროპის ჩემპიონი.

1982 - მარია ოლარუ. რუმინელი ტანმოვარჯიშე. 2000 წლის ოლიმპიადის ორგზის ჩემპიონი.

1983 - ემანუელ ებუე. კოტ დივუარის ნაკრების, ბელგიური “ბევერენის”, ლონდონის “არსენალის” მცველი. 2006 წელს მოიგო აფრიკის ეროვნებათა თასი. ნაკრებში ჩაატარა 24 მატჩი. 2007 წელს დაუეფლა ინგლისის ლიგის თასს. ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (2006).

1985 - ლუკას პოდოლსკი. გერმანიის ნაკრების, “კიოლნისა” და მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის მონაწილე. შეიყვანეს ტურნირის სიმბოლურ ნაკრებში. გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 86 მატჩი, გაიტანა 42 გოლი. “ბაიერნის” შემადგენლობაში 2008 წელს მოიგო ბუნდესლიგა და გერმანიის თასი, 2007-ში კი ლიგის თასი.

0.124135