ფეხბურთი

17:09 | 4.06.2018 | ნანახია 1414 - ჯერ

დანის სახლში უხმობენ

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელი დანი ალვეში შესაძლოა ესპანურ “სევილიაში” დაბრუნდეს. As-ის ინფორმაციით, “დალაქების” ხელმძღვანელობა აღნიშნული იდეით მოხიბლული არაა, მაგრამ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა პაბლო მაჩინმა ხსენებული საკითხი უკვე დააყენა.

შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ 35 წლის ფეხბურთელი “სანჩეს პისხუანზე” 10 წლიანი განშორების შემდეგ დაბრუნდეს. ბრაზილიელს პსჟ-სთან მოქმედი კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს. თუმცა, პარიზელთა ახალი თავკაცი ტომას ტუხელი რამდენიმე ფეხბურთელის საკითხის განხილვას აპირებს და მათ შორისაა ალვეშიც.

შეგახსენებთ, რომ დანი ალვეში “სევილიაში” 2002-2008 წლებში თამაშობდა და ადგილობრივი პუბლიკის ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი იყო.

2008-2016 წლებში “ბარსელონას” ღირსებას იცავდა, 2016-2017 წლებში “იუვენტუსში” თამაშობდა, ხოლო პსჟ-ს გასულ ზაფხულს შეუერთდა.

0.070526