ფეხბურთი

12:12 | 4.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

მომო სალაჰი მუნდიალს უახლოვდება

ითამაშებს თუ არა მოჰამედ სალაჰი მსოფლიოს ჩემპიონატზე? – ეს კითხვა ბოლო 1 კვირის განმავლობაში ალბათ, ყველაზე პოპულარულია. ეგვიპტელი ფეხბურთელის გამოჯანმრთელების პროცესი კი დიდებულად მიმდინარეობს და სავარაუდოდ, კითხვას დადებითი პასუხი გაეცემა.

ბოლო ცნობებით, სალაჰს სასტარტო მატჩი ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ ნამდვილად გაუცდება, მაგრამ შემდეგი თამაშებისთვის მზად იქნება.

ცოტა ხნის წინ, ეგვიპტის ნაკრების თავკაცმა ექტორ რაულ კუპერმაც ისაუბრა ამის შესახებ. ახლა კი, თავად სალაჰმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო ვარჯიშის პროცესიდან, რომელიც შემდეგნაირად დაასათაურა: “კარგი გრძნობები”.

შეგახსენებთ, სალაჰმა მხრის ტრავმა 26 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ფინალში სერხიო რამოსთან შეჯახების შემდეგ მიიღო.

0.114448