ფეხბურთი

15:54 | 3.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მარსელს" ბალოტელის დამატება სურს

იტალიის ეროვნული ნაკრების და "ნიცას" თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ შესაძლოა კარიერა "მარსელში" გააგრძელოს. როგორც France Football-ი იუწყება, "ოლიმპიკის" მთავარი სამიზნე მარიოა და ფეხბურთელთან მოლაპარაკება უკვე აწარმოეს. ასევე ცნობილი ხდება, რომ "მარსელს" სურს იტალიელი 4 ივლისამდე დაიმატოს, რადგან ამ დღეს იგეგმება მომავალი სეზონის ახალი ფორმის პრეზენტაცია.

27 წლის თავდამსხმელის დამატება "მარსელის" გარდა "მონაკოს" და იტალიურ გუნდებს - "ნაპოლის", "რომას" და "პარმას" სურთ. გასულ სეზონში ბალოტელიმ ყველა ტურნირზე 38 მატჩი ჩაატარა და თავი რვა გოლით გამოიჩინა.

0.121257