ბელგიის ეროვნული ნაკრების მცველმა ვენსან კომპანიმ შესაძლოა რუსეთში გასამართი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი გამოტოვოს. ფეხბურთელმა საზარდულის დაზიანება პორტუგალიასთან გამართულ (0:0) ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო.
როგორც "წითელი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა მატჩის შემდეგ განაცხადა, კომპანიმ მას უთხრა, რომ მოედანზე სიარულის დროს საზარდული არეში დისკომპფორტს განიცდიდა და ამიტომაც შეცვალეს ვენსანი.
3 ივნისს კომპანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ცნობილი გახდება გაფრინდება თუ არა რუსეთში. მარტინესმა მუნდიალისთვის საბოლოო, 23-კაციანი შემადგენლობა 4 ივნისს უნდა დაასახელოს.