ისტორია

10:11 | 3.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

3 ივნისი მსოფლიო სპორტის ისტორიაში

1986. დაიბადა რაფაელ ნადალი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ლიდერი. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013 წლებში მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. 2008 და 2010-ში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი, 2009 წელს მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, 2010, 2013 წელს გახდა აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 68 მილიონ 240 354 დოლარი.

მნიშვნელოვანი ფაქტები

1837. ლონდონში პირველი იპოდრომი გაიხსნა, რომელზეც ბარიერებით ჯირითისთვის სპეციალური მოწყობილობა ააგეს.

1851. “მიკერბოკერსი” ბეისბოლის ისტორიაში პირველი გუნდი აღმოჩნდა, რომლის მოთამაშეები საასპარეზოდ ერთიანი ფორმით გავიდნენ. სპორტსმენებს თავზე ჩალის ქუდი ეხურათ, თეთრი პერანგი და გრძელი, ლურჯი შარვლები ემოსათ.

1924. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, თუ მასპინძელი და სტუმარი გუნდების სპორტული ეკიპირების ფერი ერთმანეთს დაემთხვეოდა, ვიზიტიორთა კლუბის წარმომადგენლებს, სათადარიგო განსხვავებული ფერის ფორმით უნდა ეასპარეზათ.

1959. მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა თასის გათამაშების ფინალში, შტუტგარტის “ნეკერშტადიონზე” 80 ათასი მაყურებლის თანდასწრებით, ფრანგულ “სტად დე რეიმსს” 2:0 მოუგო.

1962. ჩილეს მსოფლიოს მეშვიდე ჩემპიონატი ფეხბურთში. A ჯგუფი: საბჭოთა კავშირი – კოლუმბია 4:4; B ჯგუფი: გფრ – შვეიცარია 2:1; C ჯგუფი: ესპანეთი – მექსიკა 1:0. D ჯგუფი: უნგრეთი – ბულგარეთი 6:1.

1970. მექსიკის მსოფლიოს მეცხრე ჩემპიონატი. A ჯგუფი: ბელგია – სალვადორი 3:0; B ჯგუფი: იტალია – შვედეთი 1:0; C ჯგუფი: ბრაზილია – ჩეხოსლოვაკია 4:1. D ჯგუფი: გფრ – მაროკო 2:1.

1975. “ფეხბურთის მეფედ” წოდებულმა პელემ მოულოდნელად სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა ნიუ იორკის “კოსმოსთან”.

1978. არგენტინის მეთერთმეტე მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში. C ჯგუფი: ბრაზილია – შვედეთი 1:1; D ჯგუფი: ჰოლანდია – ირანი 3:0; პერუ – შოტლანდია 3:1.

1978. ჰოლანდიის ნაკრების ფორვარდმა, რობი რენსენბრინკმა, მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალური სტადიების ისტორიაში, მეათასე გოლი გაიტანა.

1978. არგენტინის საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური მატჩის შემდეგ შოტლანდიის ნაკრების ფორვარდს ვილი ჯონსტონს დოპინგ-ტესტი ჩაუტარეს და მას სისხლში აკრძალული პრეპარატის ეფედრინის კვალი აღმოუჩინეს. შედეგად ჯონსტონს დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს და ტურნირის დატოვება მოსთხოვეს.

1986. მექსიკის მსოფლიოს მე-13 ჩემპიონატი ფეხბურთში. B ჯგუფი: მექსიკა – ბელგია 2:1; D ჯგუფი: ალჟირი – ჩრდილოეთ ირლანდია 1:1; F ჯგუფი: პორტუგალია – ინგლისი 1:0.

1991. დაარსდა საქართველოს ძიუდოს ფედერაცია. 1993 წლისმაისიდანგაწევრიანდაძიუდოსსაერთაშორისო ფედერაციასა და ევროპის ძიუდოს კავშირში.

2002. მსოფლიოს მეჩვიდმეტე ჩემპიონატი ფეხბურთში (კორეა-იაპონია). C ჯგუფი: ბრაზილიათურქეთი2:1. G ჯგუფი: ხორვატიამექსიკა 0:1. იტალიაეკვადორი 2:0.

2005. 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში, საქართველოსნაკრებისტუმრად ალბანეთის გუნდთან დამარცხდა (0:1).

2008. აქტიური საფეხბურთო კარიერა დაასრულა შოთა არველაძემ. ეროვნულსტადიონზეჩატარებულგამოსათხოვარ მატჩშიშოთას მეგობრებმა” 9:6 საქართველოსნაკრებიდაამარცხეს.

2008. მექსიკის საფეხბურთო ნაკრების მთავარ მწვრთნელად შვედი სპეციალისტი სვენ გორან ერიქსონი დაინიშნა.

2010. ფრანჩესკა სკიავონე პირველი იტალიელი ქალი გახდა, რომელიც ჩოგბურთში საფრანგეთის ღია პირველობის ფინალში გავიდა.

ამ დღეს დაიბადნენ

1879. ვივიან ჯონ ვუდვორდი. ინგლისის ნაკრების, “ტოტენჰემ ჰოთსპურისა” (1901-1909) და “ჩელსის” (1909-15) ცენტრალური თავდამსხმელი. 1908 და 1912 წლებში გახდა ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 23 მატჩი, გაიტანა 29 გოლი. ინგლისის სამოყვარულო ნაკრებში ჩაატარა 30 შეხვედრა, გაიტანა 44 გოლი. ჯონ ვუდვორდი 1954 წლის 31 იანვარს გარდაიცვალა.

1911. ოლაფ ოკერნი. ნორვეგიული მოციგურავე. 1948 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელი.

1913. იოზეფ ლუდლი. 1930-40-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის ნაკრების ფორვარდი. მსოფლიოს 1938 წლის ჩემპიონატის მონაწილე. ჩეხოსლოვაკიის ორგზის ჩემპიონი. 1947 წელს ფიფას ნაკრების შემადგენლობაში დიდი ბრიტანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.

1931. ანტონ მორავჩიკი. გასული საუკუნის 50-იან წლებში ჩეხოსლოვაკიის საფეხბურთო ნაკრების მარჯვენა ფორვარდი. მსოფლიოს 1960 წლის ჩემპიონატის ნახევარფინალისტი. ნაკრების 25 მატჩში გაიტანა 9 გოლი. ბრატისლავის “სლოვანის” ლეგენდარული ფეხბურთელი.

1936. ენრიკე ხენსანა. 1956-67 წლებში “ბარსელონას” მცველი. ესპანეთის ორგზის ჩემპიონი და თასის სამგზის მფლობელი. ორჯერ მოიპოვა ბაზრობათა თასი.

1941. ანტოლი პუზაჩი. საბჭოთა კავშირის ნაკრებისა და კიევის “დინამოს” ფორვარდი. მსოფლიოს 1970 წლის ჩემპიონატის მონაწილე. საკავშირო ნაკრებში ჩაატარა 14 მატჩი, გაიტანა 2 გოლი. სსრკ ჩემპიონი (1966, 1967, 1968, 1971) და თასის მფლობელი (1966). გარდაიცვალა 2006 წელს.

1943. ბილი კანინგემი. ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის კლუბ “ფილადელფია სიქსერზის” ვარსკვლავი.

1949. ლეოპოლდო ლუკე. არგენტინის ნაკრებისა და “რივერ პლეიტის” ფორვარდი. მსოფლიოს 1978 წლის ჩემპიონი. ტურნირზე გაიტანა 4 გოლი. მუნდიალის მსვლელობისას ლუკეს ავტოავარიაში ძმა დაეღუპა, თუმცა, მან ჩემპიონატი ბოლომდე ითამაშა. არგენტინის ნაკრებში (1975-81 წლები) ჩაატარა 45 მატჩი, გაიტანა 22 გოლი.

1950. ხორხე ბენიტესი. 1970-80-იან წლებში ბუენოს აირესის “ბოკა ხუნიორსის” ნახევარმცველი. არგენტინის სამგზის ჩემპიონი. ორჯერ ფლობდა ლიბერტადორესის თასს, მოგებული აქვს საკონტინენტთაშორისო თასიც.

1956. სურენ ნალბანდიანი. მჩატე წონითი კატეგორიის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის 1976 წლის ოლიმპიური ჩემპიონი.

1961. პეტერ გლენ ვიდმარი. ამერიკელი ტანმოვარჯიშე. 1984 წლის ოლიმპიადაზე მოიპოვა ოქროსა და ვერცხლის მედლები.

1967. ტამაშ დარნაი. უნგრელი მოცურავე. ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი.

1970. ელენა შაკიროვა (ბუნატიანცი). ქალ კალათბურთელთა შორის 1992 წლის ოლიმპიადის ჩემპიონი.

1971. ლუიჯი დი ბიაჯო. იტალიის ეროვნული ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ფეხბურთელი.

1971. ლევ ვორონინი. რუსი ხელბურთელი. 2000 წლის ოლიმპიური ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი.

1977. ვასილ გიგიაძე. საქართველოს ნაკრების, ქუთაისისტორპედოს”, “სამტრედიას”, თბილისისდინამოს”,ელისტისურალანის”, კრივოი როგისკრივბასის”, სიმფეროპოლისტავრიასფორვარდი. საქართველოსნაკრებში ჩატარებული აქვს 5 მატჩი.

1982. ელენა ისინბაევა. პლანეტის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მძლეოსანი ქალი. სიმაღლეზე ჭოკით ხტომაში 2004 და 2008 წლების ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2005 და 2007 წლებში მოგებული აქვს მსოფლიოს ჩემპიონობა. ევროპის 2006 წლის ჩემპიონი. დამყარებული აქვს 27 მსოფლიო რეკორდი. მისი ნახტომი 5 მეტრსა და 6 სანტიმეტრზე დღესაც სარეკორდო მაჩვენებელია.

1984. კოტე ტუღუში. საქართველოს ეროვნული ნაკრების, ვითა-, თსუ-, თბილისისდინამოს”,რუსთავისაზოტის”, “თბილავიამშენის”, რუსთავისენერჯი-ინვესტისკალათბურთელი.საქართველოს 2006 და 2010წლების ჩემპიონი. საქართველოს ნაკრებთან ერთად 2009 წელსევროპისჩემპიონატის A დივიზიონისსაგზური მოიპოვა. 2011 წელს დაინიშნაარმიასმთავარმწვრთნელად. 2011-12 წლების სეზონში გუნდსსაქართველოს პირველობა, თასიდასუპერთასიმოაგებინა.

1986. რაფაელ ნადალი. ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი. მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის ლიდერი. 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. 2005, 2006, 2007, 2008, 2010, 2011, 2012, 2013 წლებში მოიგო საფრანგეთის ღია პირველობა. 2008 და 2010-ში გახდა უიმბლდონის ჩემპიონი, 2009 წელს მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა, 2010, 2013 წელს გახდა აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებული. კარიერის განმავლობაში გამომუშავებული აქვს 68 მილიონ 240 354 დოლარი.

ამ დღეს გარდაიცვალა

1962. ჯონი სამერსი. ლონდონის “ჩარლტონ ატლეტიკის” ფორვარდი. მან 338 ოფიციალურ მატჩში, 180 გოლი გაიტანა. გარდაიცვალა 33 წლის ასაკში.

0.11423