ავსტრალიის ღია ჩემპიონატის მესამე წრეში მარია შარაპოვამ კაროლინა პლიშკოვა 6:2, 6:1 დაამარცხა და მერვედფინალში სერენა უილიამსს შეხვდება. ამერიკელმა იულია გიორგესი ორ სეტში (6:3, 6:4) მოუგო.
სერენა და მარია ერთმანეთს 22-ედ შეხვდებიან და აღნიშნული დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს. უილიამსს მეტოქე 19-ჯერ ყავს დამარცხებული და 2004 წლის შემდეგ ამერიკელმა შარაპოვა ზედიზედ 18-ჯერ დაამარცხა. ბოლოს ჩოგბურთელები ერთმანეთს ორი წლის წინ ავსტრალიის ღია პირველობაზე შეხვდნენ და სერენამ 6:1, 6:4 იმარჯვა.