ფეხბურთი

22:40 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტუნისის ნაკრების საბოლოო შემადგენლობა ცნობილია

ტუნისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ნაბილ მაალულმა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის 23 ფეხბურთელი შეარჩია. ნაკრების პრესსამსახურის ინფორმაციით, ტუნისელთა თავკაცის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: აიმენ მათლუტი ("ალ-ბატინი"), ფარუკ ბენ-მუსტაფა ("ალ-შაბაბი"), მუე ასენი ("შატორუ");

მცველები: ჰამდი ნაგეზი ("ზამალეკი"), დილან ბრონი ("გენტი"), რამი ბედუი ("სეტიფი"), იოან ბენალუანი ("ლესტერი"), სიამ ბენ-იუსუფი ("კასიმფაშა"), იასინ მერია ("სფაქსენი") უსამა ჰადადი ("დიჟონი"), ალი მაალული ("ალ-აჰლი ჯიდა");

ნახევარმცველები: ელი სკირი ("მონპელიე"), მოჰამედ ბენ-ამორი ("ალ-აჰლი ჯიდა"), გილან შალალი ("ესპერანსი"), ფერჯანი სასი ("ან-ნასრი"), აჰმედ ჰალილი ("აფრიკენი"), საიფ-ედინ ჰაუი ("ტრუა");

თავდამსხმელები: ფაჰრედინ ბენ-იუსუფი ("ალ-იტიფაკი"), ბაჰბი ჰაზრი ("რენი"), ანის ბადრი ("ესპერანსი"), ბასემ სრარფი ("ნიცა"), ნაის სლიტი ("დიჟონი"), საბერ ჰელიფა ("აფრიკენი");

ტუნისი მსოფლიოს ჩემპიონატზე G ჯგუფში იასპარეზებს, სადაც ინგლისს, ბელგიას და პანამას შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11831