ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და "შახტარის" ნახევარმცველი ფრედ როდრიგესი "მანჩესტერ იუნაიტედში" სამედიცინო შემოწმებას შემდეგ კვირას გაივლის. აღნიშნული ინფორმაცია Daily Mail-მა გაავრცელა. ასევე ცნობილი ხდება რომ სამხრეთამერიკელის ტრანსფერის სანაცვლოდ "წითელი ეშმაკები" დონეცკელებს 60 მილიონ ევროს გადაუხდიან.
ამჟამად ბრაზილიის ეროვნული გუნდი მოსამზადებელ ეტაპს ინგლისში გადის და 3 ივნისს "ენფილდზე" ხორვატიის ეროვნულ გუნდთან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ინგლისური მედიის ინფორმაციით კი, ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბის წევრი მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე გახდება.
ფრედი "შახტარში" 2013 წელს "ინტერნაციონალიდან" გადავიდა. გასულ სეზონში ბრაზილიელმა 37 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 4 გოლი და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.