მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. მუნდიალი ბევრი ასპექტითაა გამორჩეული, მაგრამ ერთ-ერთი საინტერესო დეტალი ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე ყოველთვის ჩნდებოდნენ ახალი ვარსკვლავები.
Four Four Two-მ ამასთან დაკავშირებით საინტერესო სტატია გამოქვეყნა და წარმოგვიდგინა 10 ფეხბურთელი, რომლებიც შესაძლოა მუნდიალზე გაბრწყინდნენ.
ალირეზა ჯაჰანბაჰში (ირანი)
მისი სახელი შეუძლებელი ბევრისთვის ნაცნობი იყოს, მაგრამ მისგან სიურპირიზი მოსალოდნელია. ჯაჰანბაჰშმა ჰოლანდიის ერედივიზიონის გასულ სეზონში “ალკმაარის” მაისურით 21 გოლი გაიტანა. ამასთან, საუკეთესო მეპასეებში მესამე ადგილზე გავიდა 12 ასისტით. მიუხედავად იმისა, რომ ის მხოლოდ 24 წლისაა, მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის გამოცდილება ჯერ კიდევ 4 წლის წინ მიიღო. ველოდებით მის გაბრწყინებას რუსეთში.
რომან ზობნინი (რუსეთი)
რომან ზობნინის სახელი ცნობილია არაა ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგრამ “სპარტაკში” მისი პროგრესი 2016 წლიდან დღემდე თვალშისაცემია. შეიძლება ეს იყოს ზობნინისთვის შესანიშნავია შანსი, რომ თავისი თავი მსოფლიოს გააცნოს. მრავალმხირივ, თავდაჯერებული და სწრაფი ფეხბურთელი, რომელმაც 2017 წელს რუსეთის ჩემპიონატი მოიგო.
ლუკას ტორეირა (ურუგვაი)
22 წლის ფეხბურთელს “სამპდორიაში” ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და სერია ა-ში ერთ-ერთი საუკეთესო იყო ვარდნების, მოპოვებული ბურთებისა და ჩაჭრების რაოდენობით. მას შეუძლია დაარტყას შორი მანძილიდან და გასულ სეზონში 4 გოლიც გაიტანა. მათ შორის, ტურინის “იუვენტუსთან” 3:2 მოგებულ მატჩში. ლუკასს მხოლოდ ორჯერ უთამაშია ურუგვაის ნაკრებში და კვალიფიკაციაშიც არ მიუღია მონაწილეობა, მაგრამ მისი სწრაფი ზრდა გარანტია იმის, რომ რუსეთში ითამაშოს. ტორეირა თამაშობდა “პესკარაში”, როგორც მარკო ვერატი.
პიოტრ ჟიელინსკი (პოლონეთი)
“ნაპოლიში” ჟიელინსკის კონკურენცია კაპიტან მარეკ ჰამშიკთან უწევს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბოლო ორ სეზონში საკმაოდ დიდი სათამაშო დრო ეთმობოდა. ის საოცარი ნახევარმცველია, რომელსაც შესანიშნავია დარტყმის არსენალი გააჩნია. გამორჩეული სეზონი ჯერ კიდევ სამი წლის წინ, “ემპოლიში” ჩაატარა. ევრო 2016-ზე ის სათადარიგო მოთამაშე იყო, მაგრამ ახლა ძირითადი შემადგენლობის წევრი უნდა გახდეს. მით უფრო, გჟეგოჟ კრიხოვიაკის ცუდი ფორმის გათვალისწინებით. თუ პოლონეთი შორს წავიდა, ველოდებით ჟიელინსკის გაბრწყინებას.
სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩი (სერბეთი)
ეს იყო წარმოუდგენელი – სლავოლიბ მუსლინი მას საკვალიფიკაციო ეტაპზე სრულ ინგორს უკეთებდა. და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მუსლინს ფედერაციასთან კონფლიქტი მოუხდა და პოსტი დაატოვებინეს. ახლა სერბებს გამოუცდელი მლადენ კრსტაიჩი თავკაცობთ, რომელსაც მილინკოვიჩ-სავიჩი რუსეთში მიჰყავს. სერბი სერია ა-ში გამორჩეული ფეხბურთელია და 11 გოლი გაიტანა. ფიზიკურად ძლიერი, მეორე სართულზე ბრწყინვალედ მოთამაშე, ასევე ელეგანტური მოძრაობები. ბევრია კლუბია დაინტერესებული, მათ შორის, “რეალი”, “ბარსელონა” და “იუვეტნტუსი”. თუ რუსეთში გაიბრწყინებს, მისი ფასი კიდევ უფრო აიწევს, რომელიც ამჟამად 100 მილიონ ევროს უტოლდება.
მუსა კონატე (სენეგალი)
ლიგა 1-ის გასულ სეზონში “ამიენი” ერთ-ერთი აღმოჩენა იყო, ხოლო კონატემ ამაში უდიდესი როლი ითამაშა. საფრანგეთში ის 2017 წლის ზაფხულში “სიონიდან” გადავიდა და სენეგალელმა 13 გოლი გაიტანა. მათ შორის, გამოსარჩევია პსჟ-სთან შესრულებული დუბლი (2:2). მას შეუძლია სადიო მანესთან ერთად კარგი დუეტი შექმნას. 25 წლის კონატეს კარიერის უცნაური დასაწყისი ჰქონდა, რომელიც ისრაელიდან დაიწყო.
ჰაკიმ ზიეხი (მაროკო)
უცნაურია, მაგრამ ზიეხი კვლავ “აიაქსში” თამაშობს, მიუხედავად იმისა, რომ 1 წლის წინ ევროპა ლიგის ფინალში ჰოლანდიელთა გასვლაში საკმაო წვლილი შეიტანა. ერედივიზიონში 15 საგოლე პასი გააკეთა და 9 გოლი გაიტანა. ზიეხი ჰოლანდიაში დაიბადა და 21-წლამდე ნაკრებში თამაშობდა კიდეც, მაგრამ საბოლოოდ მაროკოს ნაკრები აირჩია. ჰოლანდია ტურნირზე ვერ კვალიფიცირდა, ხოლო ზიეხს შანსი აქვს აღმოჩენა გახდეს. მასზე ბევრი იქნება დამოკიდებული, რომ მაროკოს ნაკრებმა ჯგუფში ესპანეთი და პორტუგალია გააოცოს.
პიონე სისტო (დანია)
წარმოშობით პირველი სუდანელი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. მას უყვარს შეტევა და 2016 წელს “მაჩესტერს” ევროპა ლიგაზე ორჯერ გაუტანა. დანიელი გარემარბი “მიდტიულანდიდან” ვიგოს “სელტაში” გადავიდა და ლა ლიგაში დიდი გამოცდილება მიიღო. 23 წლის ფეხბურთელს ჰყავს შესანიშნავი დამხმარე კრისტიან ერიკსენის სახით. სწორედ სისტოს ორი პასით გაიტანა ერიკსენმა გოლები პლეი-ოფში ირლანდიასთან შეხვედრაში.
ვიქტორ კლაესონი (შვედეთი)
შვედეთი მსოფლიოს ჩემპიონატზე ფავორიტად არ განიხილება და ბევრი ფეხბურთელი ცუდ ფორმაში ჰყავს. მათ შორის, მთავარი ვარსკვლავი ემილ ფორსბერგი. თუმცა, შესაძლოა, გუნდს ვიქტორ კლაესონმა ულიდეროს, რომელიც მრავალმხრივი ფეხბურთელია და “კრასნოდარში” 10 გოლის გატანა შეძლო. 26 წლის ფეხბურთელი შესანიშნავი იყო იტალიასთან ისტორიულ პლეი-ოფში. მისი ენერგია, გამძლეობა, ძლიერი დარტყმა ძალზე სასარგებლო იქნება შვედეთის ნაკრებისთვის რუსეთში.
მიგელ ტრაუკო (პერუ)
პერუს ნაკრების ფეხბურთელთა უმრავლესობა სამხრეთ ამერიკაში თამაშობს და ამიტომ, გარკვეულწილად ევროპელი ქომაგებისთვის უცნობები არიან. ტრაუკო, ენერგიული შემტევი ნახევრმცველია, რომელმაც შესაძლოა მუნდიალზე გაიბრწყინოს. ის იყო პერუს ჩემპიონატის საუკეთესო მეპასე, სანამ 2017 წელს “ფლამენგოში” გადავიდოდა. ასევე, ბრწყინვალედ ითამაშა 2016 წლის კოპა ამერიკაზე. მიიღო მონაწილეობა იმ მატჩშიც, როდესაც პერუმ ბრაზილია დაამარცხა (1:0). 25 წლის ფეხბურთელს საინტერესო წინადადებები ექნება, თუ რუსეთში თავს გამოიჩენს.