ფეხბურთი

13:19 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძე: "მიხარია, რომ დებიუტი მქონდა"

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მალტასთან შეხვედრაში დებიუტი ჰქონდა გიორგი ბერიძეს. ახალგაზრდა შემტევი თამაშში მეორე ნახევარში ჩაერთო. გიორგიმ ნამატჩევს აღნიშნა, რომ დებიუტით გახარებულია.

„გახარებული ვარ, რომ ჩემი დებიუტი შედგა ეროვნულ ნაკრებში. რაც შეეხება თამაშს, პირველ ტაიმში შეგვეძლო ყველაფერი დაგვესრულებინა, რადგან ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა. მეორე ტაიმში ერთი ფეხბურთელით ნაკლები ვთამაშობდით და უფრო გართულდა თამაში, მაგრამ მთავარია მივაღწიეთ შედეგს და მოვიგეთ", - განაცხადა ბერიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში, მალტა 1:0 დაამარცხა, ხოლო ახლა ლუქსემბურგში გადაინაცვლებს, სადაც ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება. ეს მატჩი 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.

0.104813