ფეხბურთი

12:37 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებაში წვლილი შეგაქვს"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა მალტასთან ამხანაგური თამაში შეაფასა. ახალგაზრდა ფეხბურთელის განცხადებით, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, ახალგაზრდა მოთამაშეებმა პროგრესი უნდა გააგრძელონ ნაკრებში თავის დასამკვიდრებლად.

„პირველ ტაიმში ძალიან კარგად ვთამაშობდით და ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, ცოტა რომ გაგვმართლებოდა მინიმუმ ორ გოლს გავიტანდით. რაც შეეხება მეორე ტაიმს, ფეხბურთელის გაძევებამ თამაშზე გავლენა იქონია. კარგია დღევანდელი მატჩის მოგება და ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც გამარჯვებაში წვლილი შეგაქვს. ამ შეკრებაზე ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია ჩემი ჩათვლით და ეს არის რეალური შანსი,რომ გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ განვითარება, პროგრესი, რომ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდროთ", -თქვა კიტეიშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ავსტრიაში, მალტა 1:0 დაამარცხა, ხოლო ახლა ლუქსემბურგში გადაინაცვლებს, სადაც ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს გაეჯიბრება. ეს მატჩი 5 ივნისს, თბილისის დროით 22:00 საათზე შედგება.

0.116192