ფეხბურთი

1:30 | 2.06.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა მალტა დაამარცხა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზაფხულის პირველი ამხანაგური მატჩი მალტის წინააღმდეგ გამართა და მეტოქე 1:0 დაამარცხა.

პირველი ტაიმში "ჯვაროსნები" აშკარა უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა რამდენიმე სახიფათო მომენტი გოლით არ დაგვირგვინდა და 45 წუთის შემდეგ ტაბლოზე ანგარიში 0:0 დაფიქსირდა. მეორე ნახევარის დასაწყისში ორივე გუნდის ფეხბურთელები უხეშებდნენ და საბოლოოდ ვაკო გვილიამ ორი ყვითელი ბარათის გამო მოედანი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ მალტელები პირველი ტაიმისგან განსხვავებით უფრო მეტად აქტიურობდნენ და რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, მატჩის ერთადერთი გოლი ქართველებმა გაიტანეს. 89-ე წუთზე გურამ კაშიამ თერთმეტმეტრიანი დარტყმით "ჯვაროსნებს" მოაგებინა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ზედიზედ სამი ამხანაგური მატჩი მოიგო, თან ისე რომ ჯერჯერობით გოლი არ გაუშვია. მომდევნო შეხვედრას ვლადიმირ ვაისის გუნდი სტუმრად ლუქსემბურგთან 5 ივნისს გამართავს და ერთა ლიგისთვის მოსამზადებელი ეტაპი აღნიშნული ამხანაგური შეხვედრით დასრულდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112555